გერმანიაში კორონავირუსის 23 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:49, 20.11.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მაჩვენებელი გუშინდელ დღესთან შედარებით გაზრდილია.

ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლოს დღე-ღამეში გერმანიაში „კოვიდ-19“-ს 260 პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 879 564 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 13 630 გარდაიცვალა.

მსგავსი