გერმანიაში კორონავირუსის 22 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 409 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 771-ით გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 494 ათასზე მეტი შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 409 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 26 049 შეადგინა.