გერმანიაში კორონავირუსის 22 609 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 22 609 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 609 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო დღე ღამეში კოვიდ-19-ის ქვეყნის მასშტაბით 251 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსით 13 370 ადამიანი დაიღუპა. სულ ვირუსი დაუდასტურდა 855 916 ადამიანს, რომელთაგან 562 700 განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შეზღუდვების გამკაცრება 25 ნოემბრამდე გადადო.