გერმანიაში კორონავირუსის 22 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 22 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 22 268 -ით გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 983 588 შემთხვევა. მათგან ვირუსს 15 160 ემსხვერპლა. აქედან, 389 მხოლოდ ბოლო 24 საათში.

ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ამოქმედებული შემზღუდველი ზომები 20 დეკემბრამდე გახაგრძლივდა.

გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყნის 16-ვე მხარის წარმომადგენელთან ონლაინ რეჟიმში გამართული 7-საათიანი კონსულტაციის შედეგად მიიღო.