გერმანიაში კორონავირუსის 21 888 შემთხვევა გამოვლინდა

08:44, 02.04.2021

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21 888-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 232 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 76 775 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,85 მილიონი შემთხვევა.

მსგავსი