გერმანიაში კორონავირუსის 2 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გერმანიაში კორონავირუსის 2 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსი 2 536 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 19 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 296 958 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 527 ადამიანი.