გერმანიაში კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
გერმანიაში კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 297 შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, 19 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 270 070 შემთხვევა.

პანდემიას ქვეყანაში 9 384 ადამიანი ემსხვერპლა.