გერმანიაში კორონავირუსის 18 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 18 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 633-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 961 320 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 410 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 14 771 შეადგინა.