გერმანიაში კორონავირუსის 18 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 18 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამეში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 129-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 120 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 76 895 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,87 მილიონი შემთხვევა.