გერმანიაში კორონავირუსის 16 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 16 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 პაციენტი

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 337 078 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 21 975 ადამიანი.