გერმანიაში კორონავირუსის 12 892 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 852 პაციენტი

11:01, 29.12.2020

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 852 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 30 978 შეადგინა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 892-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 664 000-ზე მეტი შემთხვევა.

მსგავსი