გერმანიაში კორონავირუსის 11 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 11 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 409 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“ 449 275 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 10 098 პაციენტი.

როგორც „გარდიანი“ იუწყება, გერმანიის კანცლერმა გააფრთხილა კოლეგები, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია და ის შესაძლოა, უკონტროლო გახდეს.

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, გერმანიის მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.