გერმანიაში კორონავირუსის 11 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:43, 22.10.2020

გერმანიაში პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა დღე-ღამის განმავლობაში 10 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში, რეკორდული 11 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი აქვეყნებს.

ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 392 049 შემთხვევა. მათ შორის 9 905 ლეტალურია.

მსგავსი