გერმანიაში კორონავირუსის 11 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 399 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში კორონავირუსის 11 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 399 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 399 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 56 945 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 192-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 216 ათასზე მეტი შემთხვევა.