გერმანიაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბოლო 24 საათში ინფექცია კიდევ 109 პაციენტს დაუდასტურდა. ამრიგად, გერმანიაში თითქმის ყველა ფედერალურ მიწაზე ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 349-ს მიაღწია.

როგორც „როიტერი“ იუწყება, ყველაზე რთული მდგომარეობა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზეა, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 175-ს აღწევს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსი 80-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 95 ათასს აჭარბებს. ვირუსმა 3 286 ადამიანი შეიწირა. გამოჯანმრთელება კი 53 ათასზე მეტმა ადამიანმა მოახერხა.