გერმანიაში კორონავირუსის 1 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 252 298 შემთხვევა აღრიცხეს. კოვიდ-19-ს გერმანიაში 9329 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.