გერმანიაში კორონავირუსის 1 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:10, 25.08.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული.

ინფორმაციას რობერტ კოხის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამგვარად, გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი ჯამში 234 853 ადამიანს დაუდგინდა. სულ „კოვიდ-19“-ის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 9 277 პაციენტი.

მსგავსი