გერმანიაში კორომავირუსის 17 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორომავირუსის 17 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17 419-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 278 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3,56 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 85 658 შეადგინა.