გერმანიაში კარანტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს რვა პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში კარანტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს რვა პოლიციელი დაშავდა

გერმანიაში კარანტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებისას რვა პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი ქვემო საქსონიაში, ქალაქ გიოტინგენში მოხდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო მოქალაქეებს სახლებიდან ქუჩაში გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც აღშფოთებულმა ადამიანებმა სამართალდამცავებს ბოთლები, ქვები და რკინის საგნები დაუშინეს. გამოიყენეს პიროტექნიკაც.

საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ქალაქ გიოტინგენში საცხოვრებელი კომპლექსის 700 მცხოვრები კარანტინში მოათავსეს. მათ 20 პროცენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.