გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში საბერძნეთიდან ჩასულ მგზავრებს მკაცრად ამოწმებენ
გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში საბერძნეთიდან ჩასულ მგზავრებს მკაცრად ამოწმებენ

გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში საბერძნეთიდან განხორციელებული ავიარეისების მგზავრებს მკაცრად ამოწმებენ.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ბრიუსელის აეროპორტში, რის გამოც საბერძნეთიდან ჩასულ მგზავრებს გრძელ რიგებში დგომა უწევთ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბელგიელი მესაზღვრეები საბერძნეთიდან ჩასულ მოქალქეებს შორის შესაძლოა, ყალბი დოკუმენტების მქონე ტერორისტები იმყოფებოდნენ.

შემოწმების გავლა ბერძენ დეპუტატ გიორგოს კრისტოსსაც მოუწია, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ით ავრცელებს.

ბერძენი პოლიტიკოსების ნაწილი ბელგიის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმას უკანონოს უწოდებს, რადგან საბერძნეთი შენგენის ზონის წევრია.