გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 083 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 083 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 083 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 39 878 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 694-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 891 581 შემთხვევა.