გერმანიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 147 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 147 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 147 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი 1000-ზე მაღალია.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 215 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 183 ადამიანი.