გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 272 337-მდე გაიზარდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა. „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსით 9 386 ადამიანია გარდაცვლილი.