გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 7 595 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ინფიცირებული
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 7 595 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ინფიცირებული

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 7 595 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 380 762 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 კოვიდინფიცირებული. ინფექციის გავრცელებიდან დღემდე მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 9 875-ს შეადგენს.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ ბავარიაში, ავსტრიასთან მოსაზღვრე რაიონში ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადა. დაიხურა ადგილობრივი სკოლები, საბავშვო ბაღები, რესტორნები, სასტუმროები, სპორტული და კულტურული დაწესებულებები.