გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 6 868 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 6 868 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 868 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 373 167 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 836 ადამიანი.