გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 179 364 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„როიტერის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის შედეგად 8 349 ადამიანია გარდაცვლილი.