გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 201,823-ს სცდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი. განახლებული მონაცემებით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9,086-ს აღწევს.