გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 279 070 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 428 ადამიანი.