გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 18 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 261 ინფიცირებული
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 18 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 261 ინფიცირებული

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში სულ აღირიცხა „კოვიდ-19“-ის 705 687 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 261 ინფიცირებული, რის შედეგადაც მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 11 767 შეადგინა.