გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 267 ადამიანი
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 267 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 267 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 815 746 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12 814 ადამიანი.