გერმანიაში ფეხბურთელ დენის ნაკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
გერმანიაში ფეხბურთელ დენის ნაკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

გერმანიაში თურქი წარმოშობის ფეხბურთელის, დენის ნაკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს.

ინციდენტი გვიან ღამით ქალაქ დიურანის სიახლოვეს მოხდა. ფეხბურთელის მისამართით მოძრავი ავტომობილიდან უცნობმა პირმა ორჯერ გაისროლა. სპორტსმენი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა, თურქეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

დენის ნაკის თურქეთში ქურთების მუშათა პარტიის პროპაგანდისთვის პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. მომხდართან დაკავშირებით გერმანიის პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლით დაიწყო.