გერმანიის პოლიციამ ბავარიის ერთ-ერთ სოფელში არბალეტით სამი ადამიანის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი ცხედარი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
არბალეტიდან ნასროლი ისრებით მოკლული ორი ქალი და ერთი მამაკაცი ბავარიის სოფელ პასაუს ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს. ამავე სასტუმროში ნაპოვნია სამი არბალეტი. კიდევ ორი გარდაცვლილი კი მოგვიანებით, 650 კილომეტრის დაშორებით, ვიტინგენში, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. ერთ-ერთი მოკლული სასტუმროში აღმოჩენილი გარდაცვლილი ქალის და იყო. როგორც მეზობლები ყვებიან, მათ პოლიცია იმის გამო გამოიძახეს, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი გამოდიოდა.
გამომძიებლების თქმით, არ არის რაიმე ნიშანი, რომ შემთხვევის ადგილზე დაპირისპირება მოხდა. ყველა გარდაცვლილი გერმანიის მცხოვრებია.
როგორც სასტუმროს ვიზიტორები ყვებიან, ღამით, როდესაც მკვლელობა მოხდა, უცნაური არაფერი შეუნიშნავთ და არც ხმაური გაუგიათ.