გერმანიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 916 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 916 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 916 შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 267 773 შემთხვევა.

პანდემიას ქვეყანაში 9 378 ადამიანი ემსხვერპლა.