გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ენერგოკომპანიის ტერიტორიაზე შეიჭრა, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა

14:08, 01.07.2025

გერმანიის ქალაქ მელრიხშტადტში დანით შეიარაღებული მამაკაცი ენერგოკომპანიის ტერიტორიაზე მოქალაქეებს დაესხა თავს.

უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა.

თავდამსხმელი 21 წლის მამაკაცია. სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს, მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი