გერმანიაში დააკავეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
გერმანიაში დააკავეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

გერმანიაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი მუშაობდა ბუნდესვერის შესყიდვების სააგენტოში, აღჭურვილობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სერვისის მხარდაჭერის განყოფილებაში. დაკავებული მამაკაცი ეჭვმიტანილია რუსეთის საიდუმლო სამსახურისთვის ინფორმაციის გადაცემის განზრახვით დიპლომატიური მისიებისთვის გერმანიის არმიის, „ბუნდესვერის“ მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც თომას ჰ., მაისის შემდეგ „საკუთარი ინიციატივით“ არაერთხელ ეწვია საელჩოს, საკონსულოს და თანამშრომლობა შესთავაზა.

გამოძიება სამხედრო დაზვერვისა და გერმანიის შიდა უსაფრთხოების სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით ჩატარდა.