გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 84% ქვეყნის მდგომარეობით შეშფოთებულია
გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 84% ქვეყნის მდგომარეობით შეშფოთებულია

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 84% ქვეყნის მდგომარეობით შეშფოთებულია ან ძალიან შეშფოთებულია.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც ორგანიზაცია Insa-მ ტაბლოიდ Bild am Sonntag-ისთვის ჩაატარა, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრობლემების მოგვარებას ვერცერთი არსებული კოალიცია ვერ შეძლებს.

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის წინაში არსებული პრობლემების გამწვავებაში გერმანიის მმართველ, კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულ CDU/CSU-სა და ცენტრისტული მემარცხენე SPD-ის კოალიციას მოსახლეობის 42% ადანაშაულებს.

გამოკითხულთა 47% პროცენტი ამბობს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის ნებისმიერ თანამშრომლობას ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიასთან.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ AfD-სთან თანამშრომლობაზე ან კოალიციების შექმნაზე. გამოკითხულთა 41% პროცენტმა კი განაცხადა, რომ ისინი ამ პოზიციის გაუქმების მომხრე არიან.

Insa-ს გამოკითხვაში მოქალაქეთა დაახლოებით 67%-მა ასევე განაცხადა, რომ ისინი ფრიდრიხ მერცის შეცვლას ისურვებდნენ, თუ მთავრობის მიერ დაგეგმილი სოციალური და საგადასახადო რეფორმები ჩავარდება.