გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 39 ადამიანი ემსხვერპლა

10:15, 29.05.2020

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 39 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით უკვე 8 450 ადამიანი დაიღუპა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 741 შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, გერმანიაში „კოვიდ-19“ დღემდე 180 458 ადამიანს დაუდასტურდა, 160 000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

გერმანია შეზღუდვების შემსუბუქების შუა ეტაპზეა.

მსგავსი