გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გერმანული მედია რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინა დღის მონაცემებთან შედარებით, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის განახევრდა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ით ქვეყანაში 27 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღის მონაცემებზე ბევრად ნაკლებია.

20 მაისის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 83 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 8 174 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების 177 212 შემთხვევა გამოვლინდა.