გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 21 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 21 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 183 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 734 753 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 75 623 ინფიცირებული.