გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 17 767 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 255 ინფიცირებული
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 17 767 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 255 ინფიცირებული

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 767 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 255 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა გარდიანი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ- 19“ ლაბორატორიულად 1 171 323 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 18 772 ადამიანი.