გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 13 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 356 პაციენტი

12:49, 27.12.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 356 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსის 1 640 858 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის პანდემიამ 29 778 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გერმანია ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

მსგავსი