გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 12 802 შემთხვევა გამოვლინდა, 891 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 12 802 შემთხვევა გამოვლინდა, 891 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 891 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 41 577 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 802-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 933 527 შემთხვევა.

დატოვე კომენტარი