გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 18 681 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში აღირიცხა „კოვიდ-19“-ის 481 013 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 10 349 შეადგინა.