გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 164 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 164 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 490 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 67 696 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 164-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 378 ათასზე მეტი შემთხვევა.