გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 885 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 885 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6 885-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 90 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 77 103 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,9 მილიონი შემთხვევა.