გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 27 543 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 27 543 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 27 543-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 265 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 245 ათასზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 81 158 შეადგინა.

დატოვე კომენტარი