გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 16 947 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 107 ინფიცირებული
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 16 947 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 107 ინფიცირებული

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 947 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 107 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 790 503 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში გარდაცვლილია 12 485 ადამიანი.