გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 861 ადამიანი გარდაიცვალა

11:12, 02.02.2021

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 861 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 57 981 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 114-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 228 ათასზე მეტი შემთხვევა.

მსგავსი