გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 113 შემთხვევა გამოვლინდა, 508 ინფიცირებული გარდაიცვალა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 508 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 67 206 შეადგინა.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 113-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 369 ათასზე მეტი შემთხვევა.