გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 252 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 252 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 255 ადამიანი გარდაიცვალა.

ეს ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 509 445 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 72 189 ადამიანი.